“თუ ამ იაფფასიან ქალს მიეცემა უფლება დაბრუნდეს, მე წავალ”

180

უკვე მე­ო­რე დღეა რაც ალა პუ­გა­ჩო­ვა მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, რათა გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს, დი­ზა­ი­ნერ ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კინს და­ემ­შვი­დო­ბოს. შავ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი პრი­მა­დო­ნა დი­ზა­ი­ნე­რის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვანს დი­მიტ­რი პეს­კოვს შეხ­ვდა.

რუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღ­შფოთ­და იმის ნახ­ვით, რომ პეს­კოვ­მა მომ­ღე­რალს ხელ­ზე აკო­ცა და უთხრა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და მისი ნახ­ვა. ამ ფაქტს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან თქვა, რომ არ მო­ით­მენს, თუ პრი­მა­დო­ნას “უკან არ წა­ი­ღე­ბენ”.

“თუ ამ ია­ფ­ფა­სი­ან ქალს მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს და გა­აგ­რძე­ლოს რუ­სეთ­ში ფარ­სის მო­წყო­ბა, რო­მელ­საც ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დგამ­და, მე წა­ვალ. ეს იქ­ნე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­საც ვერ ავი­ტან. ბევ­რს ვიც­ნობ, ვინც იგი­ვეს გა­ა­კე­თებს. “, – გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა

მას შემ­დეგ, რაც ალა პუ­გა­ჩო­ვამ და მაქ­სიმ გალ­კინ­მა აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს, კრემ­ლის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა პრო­პა­გან­დის­ტმა ალას კრი­ტი­კა და­ი­წყო.
მან თქვა, რომ გალ­კი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი იყო და პუ­გა­ჩო­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბა კა­რი­ე­რის კი­ბე­ზე ას­ვლი­სა და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და­მალ­ვის მცდე­ლო­ბის­თვის დას­ჭირ­და.