“ერთი წამი არ წარმომიდგენია უშენოდ…”

240

ტელეწამყვანი, თაკო ცქვიტინიძე მეუღლეს, ნიკა ფაიქრიძეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

„16 მაისი ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. დღეს ჩემი ბიჭი დაიბადა. ძალიან ნიჭიერი მსახიობი, ნიჭიერი პოეტი. ყველაზე კარგი ადამიანი.  საუკეთესო ქმარი, კარგი მეგობარი. მადლობა ღმერთს, რომ შემახვედრა. ბიჭი, რომელმაც სამყარო სხვა თვალით დამანახვა.

ბიჭი, რომელმაც მასწავლა სიყვარული. ბიჭი, რომელიც ჩემი მოტივაციაა, ჩემი იმედი და ძალიან მეამაყება და მადლობა მას იმისთვის, რომ ასეთია. მინდა, რომ უბედნიერესი იყოს. ძალიან წარმატებული და ჯანმრთელი. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვიზამ, რომ ასე იყოს. გილოცავ, ჩემო სიცოცხლე. არც ერთი წამი არ წარმომიდგენია უშენოდ. უამრავი რამის თქმა მინდა.  მაგრამ შენ უთქმელადაც ყველაფერი იცი. მიყვარხარ“. – წერს თაკო ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში.