ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა

ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია ავრცელებს.

„ხვიჩას გულშემატკივრებო, დამშვიდდით, ხვიჩა საუკეთესო ფორმაშია. ხვალ ითამაშებს ინტერის წინააღმდეგ და გაგვახარებს კიდეც, იმიტომ, რომ მის საგულშემატკივროდ ლეგენდარული ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი დღეს ნეაპოლში ჩამობრძანდა”, – წერს დარეჯან კვარაცხელია.

ასევე იხილეთ