ცნობილი მსახიობი დავით კვირცხალია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ სევდიან კითხვას, ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდა სიცოცხლის დასრულებას:
„ჩემდა სამწუხაროდ, უკვე ბევრი წელი დავაგროვე (იცინის). ხშირად გავიგონებ ხოლმე, რა ყოფილა ეს სიბერე, „ტკბილი სიბერე“ტყუილი ყოფილაო. როდესაც სისუსტე მატულობს, კარგი ხასიათი იკლებს, ტკივილები იმატებს, თითქოს, რა არის ამაში კარგი?! ამიტომ მინდა, ისე დავამთავრო ცხოვრება, რომ ეს ყველაფერი ჩემგან შორს იყოს. არ მინდა, ლოგინად ჩავვარდე და სხვაც გავაწვალო ჩემი მოვლა-პატრონობით. მინდა, უცებ წავიდე და დალოცვილი დავტოვო ჩემი ქვეყანა…“