“რაც ცოლ-შვილი დაეღუპა, ყოველ დღე ნატრობდა სიკვდილს”

247

კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს ბაბუა გარდაეცვალა.

როფორც კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ბაბუასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

„2 წელი გავიდა რაც ცოლ-შვილი (ჩემი გამზრდელი ბებია და ბიძია) გარდაეცვალა. იმის მერე ყოველ დღე ნატრულობდა სიკვდილს. ვეხვეწდბოდით ბაბუ მარტო შენ დაგვრჩი, გთხოვ ჩვენს გამო მაგრად იყავი, გაუძელითქო

-შენ არ იცი, ბაბუა, მე როგორ ვიტანჯებიო.

ნიავს არ ვაკარებდით მართლა. ერთადერთი რაც 100% ზუსტად ვიცი და რაც ყველაზე ძალიან მიკვირს ცხოვრებაში! ბაბუაჩემს არავისზე ცუდი არასოდეს უთქვამს. ეს ის თვისებაა რაც მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.

მე ვერ დავემსგავსე სამწუხაროდ. ხო და როგორი კეთილშობილი ადამიანიც იყო ზუსტად ისე გავიდა ამ ქვეყნიდან 93 წლის ასაკში დაიძინა და მშვიდად წავიდა.

მიყვარხარ ბაბუა და არცერთი წამით არ დამავიწყდები“,- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.