“სულ მაწუხებდა და მეფიქრებოდა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება…“

234

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 7 წელია, რაც ვეგეტარიანელი გახდა.

„7 წელია, ვეგეტარიანელი ვარ და ახლა უკვე ვეგანი, ათვლა დაიწყო. პერიოდულად სულ მაწუხებდა და მეფიქრებოდა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება. მაფერხებდა ყველის, ნაყინების, ტორტების და ყველაფერი ცხოველურის სიყვარული და აღქმა, რომ ფინანსურად უფრო მეტი დამჭირდებოდა სრულფასოვანი ვეგანური კვებისთვის, მაგრამ კარგად დარისერჩება გამოდგა არასწორი ეჭვების და ინფორმაციების გამქარწყლებელი. ყველის სიყვარულს კიდე ეშველება. ვინც მაგ ფიქრებში ხართ, მიიღეთ ეს პოსტი როგორც ნიშანი. წარმატებები“,- წერს სოფო ბათილაშვილი.