“რას დავაკვირდი იცით? მე საფულე არასდროს მიპოვია, არ მენდობა იესო…“

345

ურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ სოციალურ ქსელში დილით პოსტი გამოაქვეყნა, რომ მისმა დამ საფულე იპოვა და პატრონის პოვნა ძმას სთხოვა.

როგორც გაირკვა, საფულის მეპატრონე იპოვეს და თანხა დაუბრუნეს.

ამის შემდეგ, განსაკუთრებული იუმორით ცნობილმა ლიკლიკაძემ სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც გამომწერები გაახალისა:

„შარშანწინ ჩემმა მეუღლემ საფულე ორჯერ იპოვა და ორივეჯერ პატრულში დარეკა და ისე დააბრუნა მეპატრონესთან ფული. შარშან დედაჩემმა იპოვა საფულე და იქვე ატეხა ამბავი და მოძებნეს მეპატრონე. დღეს ჩემმა დამ იპოვა საფულე და სოციალური ქსელით მომაძებნინა მეპატრონე. უფალი ყოველთვის გვაკეთებინებს ჩვენს ოჯახს სიკეთეს, მაგრამ რას დავაკვირდი იცით? მე არასდროს საფულე არ მიპოვია, არ მენდობა იესო…“, -წერს ლიკლიკაძე.