“ჩემი მზის სხივის დაბადებიდან სამი თვე გავიდა და…”

242

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, შვილის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და პატარა შარლოტთან დიდ დროს ატარებს.

ამჯერად შვილის დაბადების შემდეგ, ხატიამ პირველი კონცერტი გამართა და ემოციები გამომწერებსაც გაუზიარა.

“ჩემი მზის სხივის დაბადებიდან სამი თვე გავიდა და მშობიარობის შემდეგ ჩემი პირველი კონცერტი სწორედ დღეს შედგა. ეს იყო დღე, როცა წარსული და ცხოვრების ახალი ჰორიზონტი შარლოტას თვალით დავინახე – დასაწყისისა და დასასრული დღე” – წერს ხატია ბუნიათიშვილი.