“მამა გაბრიელის საფლავიდან რომ წამოვედი, 15 წუთში დამირეკეს, სად ხარ, შენი შვილი კომიდან გამოვიდაო…“

228

„პრაიმჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილე, ნიკოლოზ ქართველი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ სასწაულის შესახებ ჰყვება, რომელიც თავად გადახდა.

ჩემი შვილი ჩვენს ძალიან ახლობელთან ერთად იყო ავტომობილში. საჭესთან ვინც იჯდა, ნასვამი ყოფილა. ამ ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი. დილის რვა საათზე მითხრეს, რაც მოხდა და არც მახსოვს, საავადმყოფომდე როგორ მივედი. მეგონა, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო. დედამ დამირეკა, მითხრა, იმედს არ გვაძლევენ, აპარატზეა შეერთებულიო. ჩემი შვილი ცოცხალი იყო, თუმცა საშინელ მდგომარეობაში. ისეთი შეშუპებული იყო, 7 წლის ბავშვი 20 კილოგრამით მეტი გახდა… მეგობარმა მითხრა, აუცილებლად წავიდეთ მამა გაბრიელის საფლავზეო. 40 დღე იყო გასული, ავდექი და წავედი. ასე არასდროს მისაუბრია ღმერთთან. მამა გაბრიელის საფლავიდან რომ წამოვედი, 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, სად ხარ, შენი შვილი კომიდან გამოვიდაო…“ – ამბობს ნიკოლოზ ქართველი.