“მეუღლე არ მყავს, მეგობრებო, შეყვარებული და საყვარელი მამაკაცი მყავს”

447

გასულ კვირას, ალექსანდრა პაიჭაძის ორაზროვანმა პოსტმა საზოგადოებაში გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის რჩეულს, ბიზნესმენ დათო კოდუას დაშორდა.

“დაუჯერებელია, მაგრამ ყველაფერი დასრულდა… ჩემი სიყვარული და თავდადება ფეხქვეშ გათელეს…“, – დაწერა მოდელმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

ახლახან, მან ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა.

ქმარი, მეუღლე არ მყავს, მეგობრებო. შეყვარებული და საყვარელი მამაკაცი მყავს. არაფერი დასრულებულა. რატომ ყვებით ვიღაცის სისულელეებს, ჩემი უფრო გჯერათ, თუ ბოროტი დეიდების? თუ დავასრულებ, ამასაც დავაანონსებ, დიდის გულის ტკივილით. არ მერიდება,“ – ვკითხულობს პოსტში.