გიორგი წერეთელი სამზარეულოში ტრიალის შესახებ ჟურნალ „სარკეს„ ესაუბრება და უმხელს, როგორ იპოვა ხინკლის იდეალური რეცეპტი:
ყველაზე პრეტენზიული მოსამზადებელი ხინკალია და ერთგვარი გამოძიება ჩავატარე, რა უნდა გაუკეთო, რომ ძალიან გემრიელი გამოვიდეს. ზოგი ამბობს, ფარშს სუნელი უნდა დაგუმატოო, მაგრამ მერწმუნეთ, ხინკალს არაფრის დამატება არ სჭირდება. ხინკლის გემო ხორცშია და იმასაც კი უნდა მივაქციოთ ყურადღება, საქონელი „კორმაზეა“ გაზრდილი თუ ბალახზე. საქონლის ხორცს ცოტა კახური ღორის ხორცი უნდა შეურიო.არ შეიძლება, ხინკლის ფარში თხლად დაკეპილი იყოს. ხორცსაკეპ მანქანასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი და იმავე ნაჭრის ხორცი სხვადასხვა ხორცსაკეპში რომ გავატაროთ და ერთნაირად შევკმაზოთ, ხინკალს სხვადასხვა გემო ექნება…“