მომღერალი, ლიზა ყენია ამერიკაში აქტიურად ზრუნავს კარიერულ განვითარებაზე და სულ ახლახან მან სასცენო სახელით Elizabeth Frisky ახალი მუსიკალური ალბომი დააანონსა. გამოცემა billboard-თან ინტერვიუში კი ალბომში შემავალი სინგლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა:
„ამჟამად ჩემს პირველ მუსიკალურ ალბომზე ვმუშაობ. თითოეულ ნაწარმოებს ალბომიდან ცალ-ცალკე ვუშვებ და GMI Rights Management-ის დახმარებით ისინი ქვეყნდება ისეთ მუსიკალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Spotify, Itunes, Youtube და ასე შემდეგ” – ამბობს ლიზა ინტერვიუში.
ალბომის პირველი სინგლი, რომელიც მან სხვადასხვა არხზე უკვე გააზიარა, Lavander-ია:
“Lavender სიყვარულზეა და ვფიქრობ, კეთილი და დადებითი ენერგიები აქვს. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო ფაქტიც მოხდა და “ევროვიზიის” ოფიციალურმა საიტმა სიმღერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა” – თქვა ლიზა ყენიამ.
უფრო ვრცლად წაიკითხეთ billboard.com.ge-ზე.