„გულის ფორმის ტორტი და გრანდიოზული ფოიერვერკი“ – თეა დარჩიას ქალიშვილი მარიამ მათიაშვილი ქორწილიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს
„სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი საკუთარი ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს დღე არამარტო წყვილისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც ბედნიერი და დაუვიწყარი იყო.
„სუხიშვილების“ მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი ცეკვის გარდა, ქორწილში უსაყვარლესმა მომღერლებმა ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა იმღერეს. ბრწყინვალე შესრულებამ აპლოდისმენტები დაიმსახურა.
მარიამმა და მისმა რჩეულმა გულის ფორმის ტორტი ულამაზესი ფოიერვერკის ფონზე დაჭრეს.