თბილისში, იდენტურ ტყუპისცალს იდენტური ტყუპი გაუჩნდა – უიშვიათესი გენეტიკური შემთხვევა

217

“იმედის დილა“ თბილისში იდენტურ ტყუპ ძმებს გელა და გიორგი გოჩიტაშვილებს ესტუმრა. ამ ოჯახში სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელი რამ მოხდა – გელას იდენტური ტყუპი – ანიტა და მარიტა შეეძინა.

ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპი მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ კი ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევა და გამართლებაა.