„ეს სტატუსი არაფრით არაა დეპრესიული სახის.. მარტო ქალმა იცის რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა“

ერთი დღე დედის ცხოვრებიდან – მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც ორი შვილის დედაა, საკუთარ ფეისბუკგვერდზე მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„რომ მგონია 13 საათიანი სამუშაო დღე დასასრულს მიუახლოვდა, დავისვენებ საჭმლის მომზადება – ჭამა- დაბანა -დაძინება – გამოცვლა – ბავშვების გართობა -დევნა – ზრუნვა უსაფრთხოებაზე (პს: რომელიც 24 საათიანია) და წამოვწვები მინიმუმ ფიზიკურად გათიშვამდე (დაძინებამდე) 40 წთ 1 საათი მაინც მექნება საკუთარ თავთან მარტო ყოფნის ფუფუნება.

იღვიძებს 2-დან ხშირ შემთხვევაში პატარა, რომელმაც ზუსტად იცის რომ მთელი დღე კარგად ქცევისა, დედასთან ანგარიშგაწევის სანაცვლოდ სწორად ახლა დადგა მისი კუთვნილი დრო, ის დრო როცა თავის უფროს დასთან არ მოუწევს დედის გაყოფა , ის 40 წუთი ზემოხსენებული აი საკუთარი თავისთვის რომ გამოვყავი😅 მისთვის ყველაზე ტკბილია , ავა ამ დროს დედიკოსთან ხელებში მარტო რჩება, ან უბრალოდ იმ 40 წუთს სიმშვიდეში დედას გვერძე გაატარებს , ნამდვილად საკუთარი არჩევანი იყო აივის და ავას დაბადების წამიდან მათი თავად აღზრდა იცის ყველა დედამ დამხმარით თუ მარტო მყოფმა რამხელა ფიზიკური თუ მენტალური რესურსი სჭირდება ბავშვს გაზრდას და კიდევ უფრო მეტი აღზრდას…

და მაინც რა არის ბედნიერება? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია? მარტო ქალმა იცის რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა, უბრალოდ ჩვენ 100% ვიცით როგორია დედის ერთი დღე , და კიდევ უფრო კარგად ვიცით რამხელა რესურსი გვაქვს თვითგანვითარების, მაშინ როცა ვარ იმ ადგილას სადაც ჩემი შესაძლებლობები 100% შემიძლია გამოვხატო ყველა დარგში , სწორედ აქ იხარშება და იქმნება ყველაფერი ის რაც შემდეგ ზიარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში , ზუსტად იქ ვარ სადაც 1 ადამიანზე 10000 კაცი კიდევ უფრო ნიჭიერი , კიდევ უფრო დიდი გამომცდილების მქონე უხილავად გებრძვის თუმცა მაინც ამ ქვეყანაში ყველასთვის მოიპოვება წარმატებაც და ადგილიც..

ასევე იხილეთ