მხარდაჭერა ყველაზე საჭირო დროს: მერილ სტრიპისა და რობერტ დე ნიროს მეგობრობის ისტორია, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს

176

როდესაც კინოსამყაროში გამორჩეულ ადამიანებზე ვფიქრობთ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ დროს გაგვახსენდება, რობერტ დე ნიროა. მსახიობმა უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და ბევრ მაყურებელს თავი შეაყვარა. მერილ სტრიპი – ასევე საოცარი მსახიობი და დახვეწილი ქალია. ისინი უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ.

2-1665080336.jpg

რობერტ დე ნირო ნიუ-იორკში, 1943 წელს დაიბადა. მისი მშობლები ხელოვანები იყვნენ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითობა მათ შვილს გენეტიკურად აქვს. რობერტი კონსერვატორიაში სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა, მაგრამ 16 წლის ასაკში მან სასწავლებლის მიტოვება გადაწყვიტა. იმ დროს პატარა როლებს სთავაზობდნენ, მაგრამ მისი ნიჭი მალევე დააფასეს.

მან რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმში “ბოროტი ქუჩები” ითამაშა. ეს როლი დამწყები მსახიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი წყალობით რობერტ დე ნირო რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში – “ნათლია 2” გადაიღეს. ამ როლისთვის დე ნირომ პირველი ოსკარი მიიღო.

1-1665080350..jpg

შთამბეჭდავი კარიერისა და დიდი პოპულარობის მიუხედავად, დე ნირო მაინც ისეთი უბრალო ადამიანია, როგორიც დიდებამდე იყო. “დიდება წარმავალია, ეს არ უნდა დავივიწყოთ. არ არსებობს შეუცვლელი რაღაცები. ამიტომ, ჩვენს წარმატებას გონივრულად უნდა მოვეპყროთ. ისარგებლეთ მაქსიმალურად, გააკეთეთ თქვენი საქმე და გაიხარეთ, რომ ეს შესაძლებლობა გაქვთ.” – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობი უამრავ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს. თუმცა, ყველაზე მეტად მისი თაყვანისმცემლები მერილ სტრიპთან მეგობრობით არიან აღფრთოვანებულნი.

4-1665080366.jpeg

მაშინ, როდესაც ორი ვარსკვლავის მეგობრობა დაიწყო, მერილი მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა და ჯონ კაზალეს ხვდებოდა. კაზალეც გამორჩეული მსახიობი იყო, თუმცა წყვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. სიტუაცია მაშინ გაუარესდა, როდესაც ჯონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მსახიობები ხარჯებს ვეღარ ფარავდნენ. იმ დროს კაზალემ ფილმში “ირმებზე მონადირე”, როლი მიიღო, თუმცა როდესაც კინოსტუდიამ მისი ავადმყოფობის შესახებ გაიგო, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამავე ფილმში რობერტ დე ნიროსაც იღებდნენ. როდესაც მან ეს სიტუაცია შეიტყო, დაზღვევის თანხები თავად გაიღო, კინოსტუდიას კი დაემუქრა, თუ კაზალეს როლიდან მოხსნიდნენ, თავადაც შეწყვეტდა გადაღებებს. “ის იმაზე უარესად იყო, ვიდრე გვეგონა, მაგრამ მინდოდა, რომ ამ ფილმში ყოფილიყო.” – თქვა დე ნირომ. აღნიშნა ისიც, რომ მიღებული ჰონორარით ჯონი სამკურნალოდ წასვლასაც შეძლებდა.

5-1665080381.jpg

ამ ღირსეულმა საქციელმა მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო დააახლოვა და სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრობა. წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთს მუდმივად მხარს უჭერენ, ამხნევებენ და მოტივაციას აძლევენ. მათ ერთად 3 ფილმში ითამაშეს.

3-1665080397.jpg

მაშინ, როდესაც მერილ სტრიპმა National Board Of Review Awards-ის პრიზი მიიღო, ჯილდო მეგობარმა, რობერტ დე ნირომ გადასცა. თავის გამოსვლაში კი თქვა:

“როგორც ჩანს, მას არანაირი ხარვეზი არ აქვს და ამას შენდამი უდიდესი სიყვარულით ვამბობ, მერილ. ძალიან მიყვარხარ.”