“ვინც აიფონ 7 გამოიტანეთ განვადებით და გამოქვაბულში ვაიფაი დაიჭირეთ – ყველა წამყვანობას ნუ მომინდომებთ”

171

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ბაგირას შესახებ წერს.

ვაჰ, სასიამოვნო ვიდეოა ❤️ ღირსეული ქალი არ ეგება პროვოკაციებს და რჩება მოწოდების სიმაღლეზე, მერე რა, რომ ჩვენი ტანდემი დაიშალა 👌

ამ მაძუგ რაღაცას რაც შეეხება – ცალკე ვიდეო შეფასებას დავდებ, ამიერიდან როცა მეცლება – ჰეითერთა ხოხვის დღეებს ვაცხადებ 😃
ან რაის ცინიზმი მომინდომა, ტიპს არც მეტყველება უვარგა, იუმორი და მანერები – ყოვლად უნიჭო, სიტყვათა მარაგი მინუს უსასრულობაში აქვს, ქარიზმაც მანდვე ფორთხავს 😀 შეხედავ და რომელიღაც ორღობის ბირჟიდან გამოქცეულის ჰაბიტუსი აქვს, აღარ განვაგრძობ, დანარჩენს მოკლე კომენტის სახით დაგიდებთ მალე 😂 მანამდე რჩევა: სარკაზმს შესაბამისი აიქიუ მონაცემი სჭირდება და ვინც აიფონ 7 გამოიტანეთ განვადებით და გამოქვაბულში ვაიფაი დაიჭირეთ – ყველა წამყვანობას ნუ მომინდომებთ, უხერხულია 😍😃👌 თან ბირჟის კაცზე ორმაგად უშნოდ ჩანს ორღობის ჭორიკნობა. 🙈
ბაგირას კიდევ – მადლობა, მეც სწორედ ასეთი კეთილგანწყობილი ვარ და ვინმე რამე გადაკრულს თუ შეეცდება მასზე – იქვე ფორთხავს მერე 😀😍 ანუ სულიერი კავშირები ისევ ადგილზეა და ისევ სწორ სიმაღლეზე ⭐️