“კოსმეტოლოგებთან და ქირურგებთან ჩემი ფოტოებით რომ დარბიხართ, თქვენ გგონიათ, არ მეუბნებიან?” (ვიდეო)

მოდელი, კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მას ბაძავენ.

აბა, ახლა დამწკრივდით და მილაგდით. ჩემი ფოტოებით რომ დარბიხართ კოსმეტოლოგებთან და ქირურგებთან, თქვენ გგონიათ, არ მეუბნებიან?!  თუ ტ***ი გაქვთ, აეწყვეთ ძმაო, ვინ გიშლით.

აწყობილით თავს რომ იმშვიდებთ და იიმედებთ… სადმე გაგიგონიათ, რომ ვიძახი, მე ვარ ციდან მოწყვეტილი ფრთიანი ანგელოზითქო? ეს თქვენ იძახით ჩემზე (ერთი ლამაზი ქალია და ისიც) და მერე ერთმანეთს ხოცავთ.

საერთოდ არ ვთვლი თავს ლამაზად, უბრალოდ მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა, ჯერჯერობით“, – ამბობს კესო.

ასევე იხილეთ