მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნანიკო ხაზარაძემ „დილის ტალღასთან“ მამის მდგომარეობისა და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო მამის მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა.
„ეს არის უცნაური დაავადება და არ გინდა, რომ დაიჯერო. საუბარია ჩემს ოჯახის წევრზე. უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა სხვა ადამიანი ხდება. პირველი, რაც მოდის შენგან, არის აგრესია. არ გინდა დაიჯერო, რომ რაღაც ხდება. სულ ცდილობ, დააჯერო, გაუმეორო, ახლიდან, როგორც ბავშვს გაკვეთილს ასწავლი. მერე ხვდები, რომ სულ ტყუილად ჩხუბობ…