“მხოლოდ 31 წლის იყო, დატოვა ორი მცირეწლოვანი ანგელოზი…”

221

“ემიგრანტების იმედი”, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა 31 წლის მარგო პავლიაშვილი.

“მიწისთვის მენანები, შენი ბოლო სიტყვებია ეს:

სიკვდილთან ბრძოლის დროსაც ასეთი ხალისით სავსე გოგო.

“გუშინწინ 41°-ს რო ასცდა ჩემი სხეულის ტემპერატურა, ვიფიქრე, – დადგა ჩემი აღსასრულის დღე მეთქი. აბა, არაფერი მაბადია და ანდერძის დაწერას აზრი არა ჰქონდა.

გადავბრუნდი და დავიძინე.

ვხედავ თეთრწვერა კაცი მოდის. ვიფიქრე უკვე იქა ვარ მეთქი.

მოვიდა თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, – ნუ გეშინია შვილო, ღმერთს თავისთვის კარგები უნდაო. 

ემიგრანტებო ის უსაყვარლესი გოგონა  იყო თავისი უკეთილესი გულით და პოზიტიური თვისებებით გამორჩეული… ის – მხოლოდ 31 წლის იყო. დატოვა ორი მცირეწლოვანი ანგელოზი… 

მარგო ავმა სენმა წაგვართვა…

გლოვობს ჩემი გორი (ატენი) გარდაიცვალა 31 წლის მარგო პავლიაშვილი რამხელა ტკივილია ეს ახალგაზრდა სიცოცლით სავსე გოგო.

საცოდაობა ტრიალებს გორში, ძალიან დაგვწყვიტა გული მარგოს გარდაცვალებამ“, – წერს შოთო სიხარულიძე.