მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება

372

სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი, რომელიც კარლო პონტის მეორე ნახევარია, სოციალურ ქსელში სოფი ლორენის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფი ლორენი მრავლობითი მოტეხილობით, რომელიც სახლში დაცემისას მიიღო, კლინიკაში გადაიყვანეს.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს სოფი ლორენი, მარიამი ასე პასუხობს:

„ბევრი მესიჯი შემომდის, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, ქალბატონი სოფია ახლა თავს კარგად გრძნობს და უფლის წყალობით, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. მადლობა ყურადღებისთვის და გულშემატკივრობისთვის…“