“ერთი თვეა, რაც არ ყოფილა… “ქლაბერი” გოგოა, მოვა, ცოტა ხანს ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის”

“ერთი თვეა, რაც არ ყოფილა. “ქლაბერი” გოგოა, მოვა, ცოტა ხანს ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის” – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ყოფილ ცოლზე, ენი გასიევაზე საუბრისას, fortuna.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მსახიობი ინტერვიუში ამბობს, უმძიმესი ერთწლიანი პერიოდი გამოიარა, როდესაც ნარკოლოგიურიდან გამოსვლის შემდეგ ცოლმა მიატოვა და დაავადება აღმოაჩნდა

ზოგადად, მივხვდით, რომ სხვადასხვა ტიპი ვართ. სულ ვეუბნებოდი, რომ ბავშვებს სხვანაირად სჭირდებოდათ მოწესრიგება. ჩვენ შეიძლება სამი დღე არ ვიბანაოთ და ვიყოთ საგულაოდ, მაგრამ როცა ბავშვები გყავს, ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებ. არადა, თავიდან ამბობდა, მესამეც გავაჩინოთო. ჯერ ეს ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ ნელ-ნელა სახლიდან კლუბში რომ ვეღარ მიდიოდა, აღარ მოეწონა. არ მინდა, რამე ეწყინოს, მაგრამ ია ფარულავასთან რა თქვა? ბავშვები ჩემთან ვერ მიმყავს, რადგან დაქალთან ვცხოვრობ და მას ბავშვები არ უყვარსო. ჰგონია, რომ კარგი რამ თქვა…

ჯანმრთელობაზე ახლა არაფერია ცუდი. ცე ჰეპატიტი დამემართა მესამედ, მაგრამ მკურნალობის პროცესი უკვე თითქმის ბოლომდე მივიყვანე. წამალი, რომელსაც ამ დროს სვამ, სიგამხდრეს იწვევს და ხშირად მეკითხებოდნენ, რა მჭირდა. ერთს ვუპასუხე, ვიბრიდები-მეთქი, ხუმრობით და ამაზე ააგეს ჭორები… 8 თვის წინ, ნარკოლოგიურში რომ ვიწექი და ნარკოტიკებთან საბოლოოდ დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა, ანალიზები გამიკეთეს და მაშინ აღმომაჩნდა. ნარკოლოგიურიდან რომ გამოვედი, მაშინ მიმატოვა ცოლმა” – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

ასევე იხილეთ