ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც „იმედის“ გადაცემაში კუნძული“ მონაწილეობს, გადაცემაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ განმარტებას აკეთებს და ბოდიშს იხდის:
„გუშინდელ ეპიზოდში ძალიან ბევრი გინება გავიდა ტელევიზიით, რომელიც ჩემს მიერ იქნა ნასტყორცნი ჟიურის მიმართ. მიუხედავად იმისა ახლაც იმ აზრზე ვარ, არ მეგონა თუ ეს ყველაფერი ეთერში ისმოდა. მუსიკის ხმა მთელს საკურორტო ზოლს ეფინებოდა, მე კი ჩემთვის ვიგინებოდი. ვერ გავთვალე, რომ “პეტლიჩკა”, რომელიც მეკეთა მკაფიოდ ჩაიწერდა ამ ყველაფერს.
არ იყო კარგი მოსასმენი ეს ყველაფერი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს“ – წერს დათო ლიკლიკაძე.