“ჩემს შვილსაც ასე ვეუბნები… ღმერთმა ნუ ქნას, ოჯახი შექმნას და არ გაუმართლოს, მაგრამ თუ ასე მოხდება, ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს…“

284

ელენე ფოჩხუა ჟურნალ „გზასთან“ პასუხობს კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება ქალმა ოჯახი დაანგრიოს:

„ალბათ მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარს შორის ურთიერთპატივისცემა აღარ არის – მიმაჩნია, რომ ასეთ დროს უმჯობესია ცივილიზებულად, ადამიანურად დაშორდნენ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ და ჩემს შვილსაც ასე ვეუბნები… ღმერთმა ნუ ქნას, ოჯახი შექმნას და არ გაუმართლოს, მაგრამ თუ ასე მოხდება, ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს და ცხოვრება მშვიდად განაგრძოს. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვიბადებით და ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ბედნიერები უნდა ვიყოთ…“