ნანიკო ხაზარაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დემენციაზე საუბრობს.
როგორც ცნობილია, ნანიკოს მამას სწორედ ეს დაავადება აქვს და ვიდეოში ნანიკო აღნიშნავს, რომ არ უნდა, მისი გამოცდილება სხვამაც გაიზიაროს.
„ამასაც მოვესწარი…
დღეს მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში.
სასტუმრო „პულმანში“ იმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია. ნევროლოგები, ფსიქიატრები.. და მე ! თემა – დემენცია.
მე, როგორც პირველმა მოქალაქემ, რომელმაც დავიწყე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, ჩემს თავზე ავიღე დიდი დარტყმა, არ გავჩერდი და ბოლოს – დავდე პირველი „აგური” ცნობიერების ასამაღლებლად.
საინტერესო მომხსენებლები და თემები
მეც ვილაპარაკე ცოტა, ან ცოტაზე მეტი…“