“რამხელა ტკივილი ხარ ყველასთვის, შვილო“ – როდის გადმოასვენებენ სამშობლოში ავსტრიაში გარდაცვლილ მომღერალ ანი ნოზაძეს?
21 წლის ანი ნოზაძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.
მომღერალი, რომელიც 2022 წლის The Voice-ის მონაწილე იყო, გასულ წელს, მარნეულის კულტურის ცენტრში რეპეტიციის მსვლელობისას ცუდად გახდა. მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანილ ნოზაძეს იშემიური ინსულტი დაუდგინდა.
“დამტოვა… ჩემი გული თან წაიღე, ჩემო ანგელოზო, რა ვქნათ ახლა ჩვენ უშენოდ? მიყვარხარ. ჩემი ვარსკვლავი”.
გარდაცვლილი მომღერლის ახლობელი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ანის ცხედარს ავსტრიიდან სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადმოასვენებენ საქართველოში.
„სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადმოასვენებენ… ასეთია პროცედურა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ მაია მდინარაძემ.