მომღერალი ნატალია ქუთათელაძე გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდა, სადაც ჩილეში ყოფნაზე, კარიერასა და დედობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, როდესაც გვერდით გყავს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ხელს შეგიწყობს, ყველაფერი შესაძლებელია.
„სანდროც იყო ჩილეში. ყველაზე დიდი დრო, ენერგია და ჩემი ემოცია დაიხარჯა იმაზე ფიქრში, რა მეშველება, ამხელა გზაზე სანდროსთან ერთად, როგორ წავიდოდი და წამოვიდოდი. საბედნიეროდ, სანდრომ არ გვაწვალა, 15 საათიანი ფრენის დროს ეძინა. რასაკვირველია, რთული იყო, მაგრამ ჩემი ქმარი, ასევე მისი უფროსი ქალიშვილი ანა ძალიან გვეხმარებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვისაც, სანდროსთვისაც.. როდესაც ასეთი პროფესია გაქვს, რომ სულ გიწევს მოგზაურობა 2 ან 3 თვის განმავლობაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ხელს შეგიწყობს, ყველაფერი შესაძლებელია“.