“ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, თუმცა ის დედაჩემს სულ არ ჰგავს…“

ნიკუშა შენგელაია ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახისა და მეუღლის, ეკა ჭიჭინაძის შესახებ საუბრობს.

კითხვაზე საყვარელ ქალში დედის, სოფიკო ჭიაურელის თვისებებს ხომ არ ეძებდა, შენგელაია პასუხობს:

„არა, მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, თუმცა ის დედაჩემს სულ არ ჰგავს. არასდროს შემიდარებია რომელიმე ქალი დედისთვის.

თქვენს არჩევანში, რომელიც სიყვარულს ეხებოდა, დედა ერეოდა?

არა, ამ მხრივ დედა არ მარიგებდა და არაფერს მასწავლიდა. ამ საკითხში მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი, რადგან ეს იყო ჩემი არჩევანი. ჩემს არჩევანზე არასდროს არაფერი უთქვამს. ამ საკითხის მიმართ ძალიან დელიკატური იყო. ჩემს არჩევანს პატივს სცემდა. ჩემს რჩეულს, ვინც მე მიყვარდა, სიხარულით ეგებებოდა…“

ასევე იხილეთ