მშვენიერი ჰერცოგინია – მეგან მარკლი „ალტუზარას“ ულამაზეს თეთრ ორეულში

146

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულთან დაკავშირებით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიუ-იორკში საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ. კონფერენციაზე მეგანი სიტყვითაც გამოვიდა.

ამ დღეს სასექსის ჰერცოგინია ბრწყინავდა „ალტუზარას” თეთრი ფერის ორეულში. ეს გახლავთ დეკოლტირებული ზედა და დიდი ზომის შარვალი, ხოლო ანსამბლს „აქუაზურას” ფეხსაცმელი შეუხამა.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნით ადრე ამავე კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.

წელს ჰარიმ და მეგანმა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად აღნიშნეს.