ნოდიკო ტატიშვილმა საქართველო დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ „ხელოვანს ყოველთვის აქვს სურვილი, უფრო დიდ სივრცეებში წარმოაჩინოს თავი.
შვიდი საერთაშორისო კონკურსი მაქვს მოგებული, შვიდ ქვეყანაში წარვადგინე ჩემი სამშობლო და შვიდივედან წამოვიღე პრიზი და პრემია. ახლა მინდა, ამერიკაში მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები, იქაც ვასახელო ჩემი ქვეყანა“.
როგორც მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში აღნიშნავს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიანიჭა ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი: „მომცა მუდმივი ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ეს პასუხი რომ მომივიდა, შოკში ვიყავი. როცა სახელმწიფო დეპარტამენტი გაღიარებს საინტერესო არტისტად, ეს არ არის უბრალო ამბავი…“