“სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება შენი ბრჭყვიალა თვალები თბილი ხმა და ტკბილი ჩახუტება, ბოდიში რომ დავაგვიანე“

313

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სტიქიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ნათესავის – 7 წლის ლუკა დუდაშვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„8 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ახალი სიცოცხლე გაჩნდა.. სიცოცხლეს დაარქვეს ლუკა. იმ დღიდან დაიწყო ახალი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. თურმე ხანმოკლე..

ლუკა გახდა სიცოცხლე, ვისაც ჩემს დანახვაზე თვალები სხვანაირად უბრწყინავდა, სიხარულს თავს ვერ უყრიდა და არც მალავდა ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერებას.

ჩემო მარადისობაში გაფრენილო ანგელოზო, მადლობა ჩემი სიყვარულისთვის, მადლობა ჩემში გაღვიძებული პატარა, გულწრფელი ბავშვისთვის, რომელსაც გავუფრთხილდები და წლებთან ერთად შენსავით გავზრდი.

სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება შენი ბრჭყვიალა თვალები, თბილი ხმა და ტკბილი ჩახუტება, მიყვარხარ, ბოდიში, რომ დავაგვიანე“, – წერს მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში.