“თუ კიდევ ვაპირებ სიმღერის გაგრძელებას ესეც თქვენი დამსახურებაა…“

374

მარიკა თხელიძე მადლობას უხდის იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მისი სიმღერით სიამოვნებას იღებენ და მომღერალს აქტიურობას სთხოვენ:

„მინდა, გამოვხატო უდიდესი მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ. ვისაც ჩემ მიმართ ერთხელ მაინც, გულწრფელად გამოგიხატავთ სითბო, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება, პატივისცემა და მოგიციათ ჩემთვის გადამწყვეტ მომენტში სტიმული! გამოგიხატავთ თანაგრძნობა, გვერდით დგომა, ერთგულება. არასოდეს უნდა დაგავიწყდეს ადამიანს მართლაც მადლიერება და თუ კიდევ ვაპირებ სიმღერის გაგრძელებას ესეც, თქვენი დამსახურებაა, როგორც ახლობელი ადამიანების, ნაცნობების, ასევე ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანების მხრიდან მოცემული უდიდესი სტიმულის შედეგია! და იმ დადებითი სიტყვებისა და ჩემ მიმართ გამოხატული სიყვარულისა, რომელიც ჩემი მისამართით მომისმენია დღემდე!

თქვენი მადლიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, თქვენ კი გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, მშვიდობას თქვენს ოჯახებში სიყვარულს, ჰარმონიას, კეთილდღეობას, ხვავს, ბარაქას, სულიერ სიმტკიცეს, პიროვნულ ზრდას, მენტალურ ჯანმრთელობას და სიძლიერეს, მიმღებლობას, საკუთარი თავის რწმენას, წარმატებას, ყველაფერ საუკეთესოს ამცხოვრებაში და მშვიდობიან მსოფლიოში ცხოვრებას…“