გადაცემაში „ნოესთან“ სტუმარი მსახიობი ეკა კახიანი იყო. ეკა კახიანმა მის პირველ მეუღლესთან, ერეკლე ბადურაშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ერთად თითქმის ხუთი წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ ის ხუთი წელიც ვერ ვიტყვი, რომ ერთად ვიყავით. ნინისთვის ეს ძალიან ტრავმული არ იყო. რომ გავთხოვდი, ძალიან მალე დავბრუნდი ჩემს სახლში, რადგან ერეკლე გაუშვეს ავღანეთის საზღვარზე. მამამისი კულტურის მინისტრი იყო და არ შეიძლებოდა, რომ მისი შვილი ჯარში ნამყოფი არ ყოფილიყო. ნინი რომ გაჩნდა, ერეკლე კიდევ იქ იყო და დიდი ხნის შემდეგ ჩამოვიდა. მე ჩემს მშობლებლებთან ვცხოვრობდი. ერეკლე მიდიოდა და მოდიოდა..
რამდენიმე წლის წინ ნინიმ ისეთი რამ მითხრა, რომ ძალიან გამიკვირდა, თურმე ძალიან განიცდიდა.
მითხრა, „ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს, ბანერებს ვუყურებდი ხოლმე, სადაც დედა, მამა და ბავშვი იყო და ამის ყურება ძალიან მომწონდაო. ვუყურებდი ხოლმე აივნებს და ვფიქრობდი, ალბათ იქ დედა, მამა და ბავშვი ერთად ცხოვრობენო“, ძალიან გამიკვირდა. ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ დავაკელი. ისიც თქვა, „ძილის წინ სულ გელოდებოდი, ოცამდე ვითვლიდი და მეგონა მოხვიდოდი, დამაძინებდიო“.
მე კი სულ თეატრში და გადაღებებზე ვიყავი.. ახლა იმიტომაა გაგიჟებული, რომ სადაც არ უნდა იყოს, გამორბის, რომ ძილის წინ ელენესთან იყოს..
ბოდიშს ვუხდი ნინის ბავშვობის ამ ტრავმისთვის“, – ამბობს ეკა კახიანი.