როგორ გამოიყურებოდნენ ნიცა თავაძის და ხვიჩა კვარაცხელიას ჯვრისწერაზე ნიცას დედა და და

199

როგორც მოსალოდნელი იყო – ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერის კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და უკვე მეორე დღეა, ტაბლოიდები ქორწილის ამბებით აჭრელებულია.

ცნობილია, წყვილის ჩაცმულობაზე „სამოსელმა პირველმა“ იზრუნა და ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებმა მთაწმინდაზე გადაინაცვლეს, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი ადამიანები იმყოფებოდნენ.

როგორც იცით, ნიცას ულამაზესი და ჰყავს, სახელად მილა. გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ნუცასთვის უმნიშვნელოვანეს დღეს დედოფლის და და დედა.