ვისი შეკერილი სამოსი ეცვა ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს ქორწილზე?

172

16 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი რჩეული, ნიცა თავაძე დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, შემდეგ კი რესტორან ფუნიკულიორში ქორწილი გადაიხადა. 

სახელოვანი ფეხბურთელისა და მისი ულამაზესი რჩეულისთვის საქორწინო სამოსი  ტანსაცმლის ბრენდმა „სამოსელი პირველი“ შეკერა.

ქორწილს იტალიური მედიაც გამოეხმაურა: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერს იტალიური მედია.