“ადამიანი არ გქვია შენ ვიღაცა ხარ ან უფრო რაღაცა ხარ, მეზიზღებით ასეთი ვითომ ადამიანები”

283

“ეს ცუგა დაბერდა და პატრონს აღარ მოუნდა, თავშესაფარში ჩააბარა, სადაც ცუგამ

უარი თქვა ჭამაზე, ჩავარდა დეპრესიაში მიტოვებისგან და დამძიმდა ძალიან. ოქროს Taso-მ წამოიყვანა კლინიკაში, სადაც არ დაიშურეს ძალები, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს, სულ ტიროდა და წუხდა პატარა არსება.

ნეტა, ამის პატრონს, რომელთანაც ამდენი წელი ცხოვრობდა, ღამე როგორ სძინავს?!

ადამიანი არ გქვია შენ, ვიღაცა ხარ ან უფრო რაღაცა ხარ.. შენც დაბერდები და იცოდე, რომ არავის მოუნდები. დაე, შენი ცუგას საცოდავი თვალები ყოველ დღე გაგახსენდეს, რომელსაც ისე უყვარდი, რომ უშენოს სიცოცხლე არ მოინდომა.

მეზიზღებით ასეთი ვითომ ადამიანები, ყველა.”-წერს სოციალურ ქსელში ტელეიმედის წამყვანი ეკატერინე ფანგანი და აზიარებს ტასო ლისაბერიძის პოსტს, რომელიც ცუგას გადარჩენას ცდილობდა:

15 წუთის წინ გაფრინდა

ვერ გაუძლო ყველაფერს ერთად…

მადლობა ვეტერინარული სამედიცინო ცენტრი ვეტ-მედი/ Veterinary Medical Center Vet-Med რომ ყველაფერი გააკეთეთ მისთვის

ვერო Zaqri Shako მთელი ღამე იბრძოლეს, მაგრამ ძალიან დავაგვიანეთ “-წერს ტასო ლოსაბერიძე.