რა წერილი დატოვა ტერორისტების მიერ წამებით მოკლულმა პარამედიკოსმა? – ცირა შათაშვილი ინფორმაციას ავრცელებს
ექიმი ცირა შათაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ისრაელის ჯარში არის ასეთი წესი:
ყველა ჯარისკაცი წერს წერილს ( სურვილებს სიკვდილის წინ რას ისურვებდა )….და აძლევს მეთაურს. 7 ოქტომბერს ტერორისტებმა წამებით მოკლეს რეანიმაციული სამსახურის პარამედიკოსი იარინ პელედი. გახსნეს მისი წერილი :
“თუ ბრძოლაში მოვკვდები, მოდით ჩემს დაკრძალვაზე ჩემი საყვარელი ორგანიზაციის – MADA-ს სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა პარამედიკოსი და მოხალისე. და დაე ყველა ჩემს საყვარელ თეთრ ფორმაში, კვირას იარინს დაკრძალავენ სამხედრო სასაფლაოზე სავიონში. MADA-ს ყველა მედიკოსი თეთრი ფორმით დაემშვიდობება 20 წლის ულამაზეს ებრაელ გოგონას...“ – წერს ცირა შათაშვილი.