ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის ჩაცმულობასა და გარეგნობაზე წერს.
“ძალიან კარგები ხართ, ლამაზები, ბუნებრივები.
ალბათ, რამდენ დაბერილტუჩებიანს, დაფილერებულყვრიმალებიანს შეშურდა ნიცას ხელუხლებელი, ნატურალური, ღმერთისგან მომადლებული სილამაზე, კლასიკური ფორმები და დაუმალავი სისუფთავე და ბავშვურობა.
ჰო და, ისემც უქნიათ, გამსკდარან შურით.
ასეთები დარჩით! იბედნიერეთ და გვაბედნიერეთ!
“გასვეცკებას”, დასილიკონებას, პეროს გარჭობას ბევრი ძალისხმევა და ფული არ სჭირდება… ეგ, საკუთარ თავთან კონფლიქტს, საკუთარი თავის უპატივცემულობას ავტომატურად მოჰყვება! ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, საყვარლებო და ნაღდებო! იხარეთ!”, – წერს ხათუნა ხოფერია.