“აი ასე, ჟირაფზე ამხედრებული მივიწევთ ჩვენი კუთვნილი კულტურული სივრცეების დასაპყრობად“

244

ქართული ანიმაციური ფილმი „ჟირაფი ჟოზე“ ამერიკას იპყრობს – 3 ნოემბერს იუთუბიზე ამერიკელი ბავშვებისთვის პრემიერა შედგა.„აი ასე, ჟირაფზე ამხედრებული მივიწევთ ჩვენი კუთვნილი  კულტურული სივრცეების დასაპყრობად და ვერაფერი შეაჩერებს ამ წინსვლას, რადგან ეს უკვე მდინარის ბუნებრივი კალაპოტია“ ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოში არასდროს გვყოლია ჟირაფი და მიუხედავად ამისა, მსოფლიოს საუკეთესო ჟირაფები ჩვენთან იბადებიან, ფიროსმანის ჟირაფი ხომ ჟირაფთა ჟირაფია, ეგეთი არავის არასდროს არაფერი შეუქმნია და ახლა ჟოზემ გვასახელა.

მოკლედ, ხალხი ცივილიზებული მსოფლიოს ყველა კავშირში ვართ უკვე. დაგვეწიონ პოლიტიკოსებიც და ქვეყნის სახელმწიფოებრიობასაც ეშველება – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ჟირაფი ჟოზე, რომელიც ანიმაციური სერიალისა და ბავშვებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ვიდეოების პერსონაჟია, იუთუბზე წლების წინ გამოჩნდა. ყვითელი პერსონაჟი ბავშვებმა მაშინვე შეიყვარეს და ეს სიყვარული წლებია გრძელდება.