ემოციური შეხვედრა ლონდონში – სალომე ღვინიაშვილის სიურპრიზი შვილს

649

სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება.

მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა, შვილს, ტასო ხიზანიშვილს სიურპრიზი გაუკეთა და ლონდონში ჩააკითხა.

სალომე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ შვილების შესახებაც საუბრობდა:

„ჩემი შვილი ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე, კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ, ძალიან ამაყი დედა ვარ” – ამბობდა ის.