„გარე სამყაროს, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ვარ“ – რატომ გააუქმა ნინი ქარსელაძემ სოციალური ქსელი

170

მომღერალმა, ნინი ქარსელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღე“ მის მიმართ განხორციელებული ბულინგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზეზით გააუქმა წლების წინ, სოციალური ქსელი.

„რაღაც პერიოდი ვიყავი ბულინგის მსხვერპლი.. ამაზე თავად დიდად არ მინერვიულია.

ერთ-ერთ გადაცემაზე რამდენიმე კომენტარი რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მორჩა, ეს მე არ უნდა წავიკითხო.

სხვათა შორის, წლების წინ სწორედ ამის გამო გავაუქმე სოციალური ქსელი.. დღესაც არ მაქვს და უბედნიერესი ვარ.