“ამერიკაში ცხოვრობს და ჩემი კარიერიაც ალბათ ამერიკაში გაგრძელდება…“

მომღერალი მარიამ ელიეშვილი შეყვარებულია. მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

მისი საქმრო ბიზნესმენია და მარიამი თავადაც აშშ-ში აპირებს კარიერის გაგრძელებას:

„ერთმანეთი საერთო სამეგობროს საშუალებით გავიცანით. თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. ნიშნობა ახლახან გვქონდა. ძალიან ლამაზი ცერემონია გამოვიდა.

ბევრმა ადამიანმა არ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ეს ჩემი გულშემატკივრებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. მიხარია, რომ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენი სიხარული…

რას საქმიანობს?

ჩემს სფეროში არ არის. ბიზნესმენია. ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამერიკაში ცხოვრობს და ალბათ, სამომავლოდ, ჩემი კარიერაც იქ გაგრძელდება. ჯერ კონკრეტულად არაფერი დაგვიგეგმავს, მაგრამ საჭიროება როგორც მოითხოვს, ყველაფერს ისე გავაკეთებთ.

რით მოახერხა შენი გულის მოგება?

უამრავი სიტყვით შემიძლია შევამკო. ჩემთვის ის ყველასგან განსხვავებულია. ძალიან ღირსეული და ბევრი კარგი თვისებით დაჯილდოებული ადამიანია…“

ასევე იხილეთ