“ძიძა არის შენი ნახევარი, რომელიც შენ შვილს დედას უცვლის“

218

მსახიობი, ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო, უამრავი მესიჯი მივიღე ირასთან დაკავშირებით. საკვირველია, რომ ძალიან მიყვარს? ირა ჩემი ოჯახის ყველაზე საპატიო წევრია, ჩემი გულის უდიდესი ნაწილი მას გავუხსენი, ჩემი ერთგული მეგობარია და ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი მას აბარია! ირა და მე, არ ვითვლით წუთებს, დროს, საკვებს, დღეებს, ჩვენ ყველაფერი გვაქვს საერთო, ძიძა არის შენი ნახევარი, რომელიც შენ შვილს დედას უცვლის! თუ ასე არ უდგებით თქვენს მთავარ ადამიანებს, შვილის აღმზრდელებს, საკვირველიც ესაა“, – წერს ნანუკა გულუა.