„ეს ამბავი მაყურებელმა პირველად ჩვენს გადაცემაში ნახა“

154

BBC-მ საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალურ გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის, „ვეძებ“ დამფუძნებლის, თამუნას საქმიანობის შესახებ ჰყვება.

„ვეხმარები დედებს, რომლებიც შვილებს ეძებენ. შვილებს, რომლებიც ექიმებმა დაბადებისას მოიტაცეს და გაყიდეს“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

„2 წლის წინ ანომ TikTok-ზე ახალგაზრდა ქალის ვიდეო ნახა, რომელიც მისი ორეულივით გამოიყურებოდა. მაშინ მან არ იცოდა, რომ უცნობი მისი ტყუპისცალი ემი იყო. ანოსა და ემის მსგავსად ათასობით ქართველი იგებს, რომ ისინი დაბადებისას უკანონოდ გაშვილდნენ“, – წერია ფილმის აღწერილობაში.

საქართველოში უკანონოდ გაშვილებულ ჩვილებზე BBC-ის დოკუმენტურ ფილმს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და წერს, რომ სატელევიზიო სივრცეში, პირველად, ამ ამბის შესახებ, მისი გადაცემიდან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ შეიტყო საზოგადოებამ.

„ეს ამბავი მაყურებელმა პირველად ჩვენს გადაცემაში ნახა ♥️

თამუნას ჰქონდა ონლაინ და ჩემს გადაცემაში საჯარო მადლობა ვუთხარი ამ ქეისისთვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.