“10 წელი რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი, იქ შევხვდი ჩემს მილიონერ შეყვარებულს“

თუკი გურამანი ხართ ან უბრალოდ ხშირად ადევნებთ რეკომენდაციებს რესტორნებთან და კვების ობიექტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ერთხელ მაინც გადააწყდებოდით გოგა კარამეინის პოსტებს. 

მის მიერ გავრცელებული ფოტოები ხშირად კრიტიკის საგანია.

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ბლოგერთან და მის მისამართით გაჟღერებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე სცადა პასუხების მოპოვება.

ვინ არის და რას საქმიანობს გოგა კარამანი?

10 წელი რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი, ძალიან ახლო შეხება მაქვს ამ სფეროსთან. კოვიდის დროს ვეღარ მოხერხდა მუშაობის გაგრძელება, როცა პანდემია დასრულდა სხვა საქმიანობა დავიწყე.

გამომდინარე იქიდან, რომ სარესტორნო სფერო ჩემთვის ძალიან ახლო იყო და შემიძლია ესთეტიურად მივაწოდო კონტენტი საზოგადოებას, დავიწყე ამ ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა არხების მეშვეობით.

შემოსავლის ძალიან ბევრი წყარო მაქვს. ჩემი ბლოგი მაქვს, სარესტორნო სფეროსთან ვთანამშრომლობ და რეკომენდაციებს გავცემ, ინფლუენსერი ვარ.

გარდა ამისა რამდენიმე კომპანიის მარკეტინგში ვარ და მათი სოციალური არხების იმიჯზე ვზრუნავ. ამ ბოლო დროს ქოუჩინგმაც გამიტაცა და ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ამ სფეროში.

ჩემი საქმიანობის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ შემიძლია ჩემი საქმე ნებისმიერი ადგილიდან შევასრულო, გრაფიკიც საკუთარ თავზე მაქვს მორგებული. ამიტომ ეს შესაძლებლობა მაძლევს ცხოვრებით დავტკბე და ბევრი ვიმოგზაურო.

მიყვარს მდიდრული ცხოვრება, ძვირადღირებული აქსესუარები და ხშირად მჩუქნიან მსგავს ნივთებს. მივისწრაფვი ამ ყველაფრისკენ. ვიზიდავ ყველაფერს რაც ლამაზია, გემრიელი და მდიდრულია.

თუ გახსოვს როგორ გახდი პოპულარული სოციალურ სივრცეში? რომელი იყო პოსტი, რომელიც დადე და ყველამ აიტაცა?

შვეიცარიაში ვიყავი და დავდე ხამანცკების ფოტო, ეს იყო ჩემი პირველი პოსტი, რომელიც ყველამ აიტაცა, შემდეგ აღარ გავჩერდი. მეორე დღეს დავპოსტე მსგავსი შინაარსის პოსტი სხვა რესტორანზე. ქართულად მიჭირს გრამატიკულად წერა, ამაში დასამალი არაფერია, ქართული განათლება არ მაქვს მიღებული. იმდენი შეცდომა მქონდა ამ პოსტში, დამაბულინგა საზოგადოებამ ამის გამო, მაგრამ არ გავჩერდი. ამან მომიტანა პოპულარობა, ჩემი სისუსტე ჩემს ძლიერ მხარედ ვაქციე. შემიყვარეს სოციალურ სივრცეში და უკვე ბევრი გამომწერი მყავს.

 

14 ქვეყანა მაქვს მოვლილი და გურმანი ვარ, ქართული სამზარეულო ჩემთვის არის ნომერ პირველი.

როგორ ფიქრობ, რატომ იწვევს ამხელა აჟიოტაჟს შენს მიერ გავრცელებული ფოტოები სოციალურ ქსელში?

– ვფიქრობ, რომ უცხო გარეგნობა მაქვს. ჩემი ვიზუალი ჩემი სავიზიტო ბარათია. მომაჯადოებელი და დამამახსოვრებელი ღიმილი მაქვს.(იცინის) ალბათ, ამიტომაა, რომ ნებისმიერ რამეს, რასაც გავავრცელებ სოციალურ ქსელებში, ყოველთვის განხილვის საგანია.

მარტივია პოპულარობა?

პოპულარობა ნამდვილად არ არის მარტივი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ახვალ ისე, რომ ფოტო არ გადაგიღონ. მქონია ასეთი შემთხვევა. ჩუმად გადაუღიათ და შემდეგ აუტვირთავთ „ფეისბუქზე“. ბევრი მცნობს, ხშირად მოდიან და მეუბნებიან შენ ის გოგა არ ხარ? მოდიან და ფოტოს გადაღებას მთხოვენ.

ამბობენ, რომ მილიონერი მეორე ნახევარი გყავს, გვიამბე მასზე…

მას სამშენებლო ბიზნესი აქვს. შეძლებული ქალია. ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც მიმტანად ვმუშაობდი. ჩემი მომხმარებელი იყო, ხშირად მოდიოდა ჩვენთან რესტორანში, პირადად მე მითხოვდა, შენ მომემსახურეო. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც, ყველაფერმა მალევე გადაინაცვლა სოციალურ ქსელებში. პირველად ერთმანეთს შევხვდით აეროპორტში და სპონტანურად გავფრინდით ეგვიპტეში.

ჩვენ 6 წელი ვიყავით ერთად. მარტივად დავანგრიე ეს ურთიერთობა, მორიელი ვარ, ავდექი და წამოვედი. პირველ რიგში უნდა იფიქრო შენს გულს რა უნდა, როცა ხედავ, რომ ურთიერთობა ჯანსაღი აღარ არის, აღარ უნდა იფიქრო გული დაწყდება თუ არა.

ასევე იხილეთ