„დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის.. სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ნინი“

235

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის სურამის N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაცია ამავე სკოლის მოსწავლის გარდაცვალების შესახებ წერს:

„სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად, რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის… სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო, ნინი“, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.