ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში ეხმიანება ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძის ფეისბუქ-პოსტს იმაზე, რომ მცხეთაში მცხოვრები მოქალაქე თავის პიტბულს მიუსაფარ ძაღლებს აგლეჯინებს და დამნაშავის მთელი სისასტიკით დასჯას ითხოვს.
“მართალია ცნობადმა ადამიანმა,მით უმეტეს ხელოვანმა და მით უმეტეს ქალმა უნდა აკონტროლოს თავის პოსტები და გამონათქვამები,მაგრამ ეს ის მომენტია როცა ვერ ვაკონტროლებ.
ეს ნაძირალა,ნაგავი კაცი თომა დოდაშვილი,რომელიც მისი ძაღლს(პიტბულს) საკუთარი გართობისთვის,ქუჩიდან მის ეზოში ძალით მოჰყავდა და აგლეჯინებდა საცოდავ მიუსაფრებს….ციხეში უნდა ამოლპეს და თან ძალიან დიდი ხნით!!! ნულოვანი ტოლერანტობა ამ ქვეყნის სირცხვილი არაკაცის მიმართ❗️❗️❗️არავითარი გირაო და თავდებებით გამოშვება!!,მხოლოდ პატიმრობა 259 მუხლით❗️❗️ – წერს თამარ ივერი.