მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სარეკლამო რგოლს აქვეყნებს. ჩაი „მარიამის“ რეკლამაში, რომელიც 1990-იან წლებში ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სწორედ თიკა ჯამბურია მონაწილეობს.
როგორც მომღერალი იხსენებს, ამ რეკლამის გამო მას „დედა ჩაის“ ეძახდნენ:
„აბა ვის გახსოვთ ეს ძველი ვიდეო? აქ ჯერ არ ვარ ცნობილი ბავშვი. არ მახსოვს, როგორ მოვხვდი ამ სარეკლამო რგოლში.
5 ან 6 წლის ვარ, ხალხი ქუჩაში დედა ჩაის მეძახდა.
მე, ზაალ უდუმაშვილი და უსაყვარლესი ბაბუ, ნუგზარ ჯუღელი“, – წერს თიკა ჯამბურია.