“იცოდნენ როგორი ცუდი ხასიათი მაქვს რომ ვიგინებოდი და “ყურის ბიჭებს“ ვტანჯავი მაგრამ ვანო ჯავახიშვილმა დაიჯერა ჩემი“

538

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „ილო ბეროშვილის“ გადაცემის სტუმარი იყო.

იას ილო ბეროშვილმა ჰკითხა, რეალურად რატომ დაიხურა მისი გადაცემა „ფორმულაზე“.

კითხვის საპასუხოდ იამ გაიხსენა ისტორია, როგორ დაიწყო მისი სატელევიზიო კარიერა. „პირველად ვანო ჯავახიშვილმა წამიყვანა თავის ტელევიზიაში, მას სჯეროდა ჩემი. იცოდნენ, როგორი ცუდი ხასიათი მაქვს, რომ ვიგინებოდი და „ყურის ბიჭებს“ ვტანჯავი, მაგრამ ვანო ჯავახიშვილმა დაიჯერა ჩემი. მიმიყვანა ნიკა გვარამიასთან და სულ რაღაც 2000 ლარად მიმყავდა გადაცემა… „ფორმულაზე“ კარგად მექცეოდნენ, მანქანა მაკითხავდა და მინდა დავამონტაჟებდი, მინდა- არა, მაგრამ არხმა შეიცვალა პოლიტიკა. შესაბამისად დაიხურა ჩემი გადაცემა“. – ამბობს ია ფარულავა.