ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია სტუმრობდა გადაცემას „ნოესთან“, სადაც საკუთარ პრაქტიკაში მომხდარი ოპერაციებისა და მძიმე შემთხვევების შესახებ ისაუბრა. ამ კონტექსტში მან გაიხსენა ოპერაცია, რომელიც ახალგაზრდა გოგონას გაუკეთა.
როგორც ციცინო შურღაიამ აღნიშნა, გოგონას, რომელიც ორსულობის დროს დედამთილმა მოწამლა, სახის პარალიჩი განუვითარდა.
„ახლახან საცოდავი ერთ პაციენტი მოვიდა პარალიჩით, სახის დამბლით. ჩემმა დედამთილმა მომწამლაო. ის ქალი არ დასჯილა საერთოდ. როცა დავფეხმძიმდი, არ უნდოდა რომ შვილი გამეჩინა და რაღაც წამალი მომცაო, ანუ მუცლის მოსაშლელი წამალი. ამ წამალმა თრომბი ანუ ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია. როცა ჭკუას მოეგო სახის პარალიზი, სახის დამბლა ჰქონდა. ინტერნეტშიც არის კადრები, როგორ ვეხვევი ამ გოგოს, ძალიან გაუხარდა, რომ სახე გაუსწორეს.
თვალს ვერ ხუჭავდა, ვერ ლაპარაკობდა, ფეხიდან ნერვი გადავუნერგეთ. ძალიან რთული ოპერაცია გავაკეთეთ, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან ძვირი ღირს და მე ვცდილობ უფასოდ გაუკეთო, რადგან ამ ოპერაციის თანხის გადახდა პარალიზებულ პაციენტს არ შეუძლია.
ერთხელ მიკროქირურგიული ოპერაცია გვქონდა, ავიყვანეთ ახალგაზრდა 17 წლის გოგო, რომელსაც არასოდეს გაუცინია. ამ პაციენტს ჩავუდგი სახეზე ზურგის კუნთი. მესამე დღეს ორგანიზმმა თქვა, რომ ეს ზურგის კუნთი სახეზე არ მომწონსო და მოხდა განდევნა. შეფმა დაიწყო ჩხუბი, რომ შენ მე არ იცი ამის გაკეთება და ახლა მე გავუკეთებო. ანალოგიურად მეორე ზურგის კუნთი აიღო და ჩაუდგა სახეზე, ზუსტად მესამე დღეს შეფის გაკეთებულ ოპერაციაზეც მოხდა განდევნა. გადის დრო მოდის ეს გოგო და გვიცინის. რატომ მოხდა ეს – ადამიანს აქვს თვით პლაცება. ყველაზე მაგარი წამალი არის პლაცება. ეს არის აუხნელი რაღაც“, – აღნიშნა პლასტიკურმა ქირურგმა.